ამავე პროცედურის მიხედვით მიიღება შემდეგი:
– ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობები, რომლებიც მესამე ქვეყნებმა უნდა დაიცვან და გარანტიები, რომლებიც შეთავაზებული უნდა იქნეს, განსაკუთრებით, საჭირო გადამუშავების ბუნებასთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით,– მესამე ქვეყნების ნუსხა, რომელთაც გარანტიების საფუძველზე შეიძლება მიენიჭოთ უფლებამოსილება, აწარმოონ პირველ პუნქტში მითითებული მცენარეული პროდუქტების ექსპორტი გაერთიანებაში,– ნებისმიერი სპეციფიკური შემოწმების პროცედურა, განსაკუთრებით, ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ პროდუქტებთან, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით იმპორტირების შემთხვევაში.
2. მესამე ქვეყნის ალმის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემიდან დაუყოვნებლივ გადმოზიდული ახალი თევზის პროდუქტები გადის ვეტერინარულ შემოწმებებს, რომლებიც განსაზღვრულია „წევრი სახელმწიფოს ალმის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემიდან დაუყოვნებლივ გადმოტვირთული თევზისთვის“ საბჭოს 1994 წლის 6 მაისის რეგულაციის (EEC) No 1093/94 შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის თევზსაჭერ გემს შეუძლია პირდაპირ შევიდეს გაერთიანების პორტებში და გაყიდოს დაჭერილი თევზის პროდუქტები იქვე(20), სანამ მოხდება მათი იმპორტირება I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე.
თუმცა, მე-3(2) მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის გზით მესამე ქვეყანას 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის მიხედვით შეუძლია განახორციელოს ამ დირექტივაში გათვალისწინებული შემოწმებები გაყინული და ძლიერ გაყინული თინუსის შემთხვევაში, რომელიც თავის მოცილების ან გამოშიგვნის გარეშე გადმოტვირთულია გაერთიანების დებულებების შესაბამისად რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოს კუთვნილი თევზსაჭერი გემიდან, თუ:
– ამგვარ შემოწმებებს ახორციელებს ყველაზე ახლოს მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტური ორგანო საბოლოო დანიშნულების ადგილის საწარმოში, რომელიც უშუალოდ ამ პროდუქტების გადამუშავებისთვისაა დამტკიცებული, ბუნებრივი გეოგრაფიული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებისთვისაა დამახასიათებელი;
– გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან არაუმეტეს 75 კმ-ის დაშორებით;
– პროდუქტები გადააქვთ გადმოტვირთვის ადგილიდან დანიშნულების ადგილის საწარმოში საბაჟოს კონტროლის ქვეშ, მე-8(4) მუხლის პირველი ქვეაბზაცით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
3. 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, შეიძლება შეიზღუდოს მე-6(1)(b) მუხლით განსაზღვრული უფლებები შემოწმებებსა და სერტიფიკატების გაცემაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მე-4(1) მუხლითა და მე-5(1) მუხლით განსაზღვრული სასაზღვრო გამშვები პუნქტებისათვის, სადაც თევზი იგზავნება საბჭოს 1991 წლის 22 ივლისის დირექტივის 91/493/EEC შესაბამისად, რომელიც ადგენს „თევზეულის პროდუქტების წარმოებისას სიჯანსაღის პირობების დაცვასა და ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს.“(21