(a) წარმოადგენს მგზავრთა პირადი ბარგის ნაწილს და განკუთვნილია მათ მიერ პირადი მოხმარებისათვის და მათი რაოდენობა არ აჭარბებს მე-3 პუნქტით დადგენილ რაოდენობას და პროდუქტები მოდის წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან, ან მესამე ქვეყნის ნაწილიდან, საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული და რომელიც შეტანილია გაერთიანების წესების შესაბამისად მიღებულ ქვეყნების ნუსხაში:

(b) მცირე ტვირთების სახით ეგზავნება კერძო პირებს, თუ პროდუქტების იმპორტი არ ხდება ვაჭრობის გზით, და რაოდენობა არ აჭარბებს მე-3 პუნქტით დადგენილ რაოდენობას და პროდუქტები მოდის წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან, ან მესამე ქვეყნის ნაწილიდან, საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული და რომელიც შეტანილია გაერთიანების წესების შესაბამისად მიღებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნებში;

(c) იმყოფება საერთაშორისო გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და განკუთვნილია ეკიპაჟისა და მგზავრების მიერ მოხმარებისათვის, თუ ისინი არ შევა I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე.

ამ პროდუქტების ან მათი სამზარეულო ნარჩენების გადმოტვირთვისას ისინი უნდა განადგურდეს. თუმცა, საჭირო არ არის ამ პროდუქტების განადგურება, როდესაც ისინი ერთი საერთაშორისო გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებიდან პირდაპირ მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადააქვთ ერთსა და იმავე პორტში და საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ;

(d) თერმულად მუშავდება ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერში 3,00 ან მეტი სიდიდის F0-ის შემთხვევაში, როდესაც რაოდენობები, რომელიც არ აღემატება მე-3 პუნქტის შესაბამისად დასადგენ რაოდენობას და:

(i) წარმოადგენს მგზავრთა პირადი ბარგის ნაწილს ან განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის;

(ii) მცირე ტვირთების სახით ეგზავნება კერძო პირებს, თუ პროდუქტების იმპორტი არ ხდება ვაჭრობის გზით;

(e) იგზავნება სავაჭრო ნიმუშების სახით ან განკუთვნილია საგამოფენო მიზნებისათვის, თუ განზრახული არაა მათი გატანა ბაზარზე და ისინი წინასწარაა ავტორიზებული აღნიშნული მიზნისათვის კომპეტენტური ორგანოს მიერ;

(f) გამიზნულია კონკრეტული კვლევების ან ანალიზებისათვის, რათა, შეძლებისდაგვარად, ოფიციალური შემოწმების საფუძველზე დადგინდეს, რომ ამგვარი პროდუქტები არ მიეწოდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და რომ გამოფენის ან კონკრეტული კვლევების ან ანალიზების დასრულების შემდეგ ეს პროდუქტები, ანალიზებში გამოყენებული პროდუქტების რაოდენობის გამოკლებით, განადგურდება ან უკან გაიგზავნება კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი გარკვეული პირობების შესაბამისად;

(e) ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული პროდუქტები გამოიყენებოდეს იმ მიზნით, რა მიზნითაც იმპორტირებულია მის ტერიტორიაზე და არა სხვა მიზნით.

2. პირველი პუნქტი არ ვრცელდება ახალი ხორცისა და ხორცის პროდუქტების წესებზე, რომლებიც განსაზღვრულია „მესამე ქვეყნებიდან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის და ღორის სახეობების ცხოველების, ახალი ხორცისა და ხორცით დამზადებული პროდუქტების იმპორტის შესახებ“ საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივის 72/462/EEC(18) 1(2)-ელი მუხლით.

3. კომისიამ უნდა დაადგინოს აღსრულების წესები, კერძოდ, წონის შეზღუდვები სხვადასხვა პროდუქტისათვის, რომლებზეც ვრცელდება პირველ პუნქტში გათვალისწინებული უფლების შეზღუდვები 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისა