2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დირექტივაში მითითებული შემოწმებები კომპეტენტურ ორგანოს უჩვენებს, რომ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს იმპორტის პირობებს, ან ამგვარი შემოწმებების შედეგად ვლინდება დარღვევები, კომპეტენტური ორგანო, ტვირთზე პასუხისმგებელ პირთან ან მის წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით გადაწყვეტს:
(a) 60 დღის განმავლობაში დააბრუნოს პროდუქტი I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების მიღმა იმავე სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე, რომელიც შეთანხმებულია ტვირთზე პასუხისმგებელ პირთან, იმავე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ამას დაბრკოლება არ ექმნება ვეტერინარული ინსპექტირების შედეგებისა და ჯანმრთელობის მოთხოვნების გამო;
ასეთ შემთხვევაში სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა:
– გააქტიუროს გადაწყვეტილების 92/438/EEC 1(1)-ელ მუხლში გათვალისწინებული საინფორმაციო პროცედურა;
– იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ მე-7 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, გააუქმოს ვეტერინარული სერტიფიკატები ან დოკუმენტები, რომლებიც თან ახლავს უარყოფილ პროდუქტებს, რათა ვეღარ მოხდეს უარყოფილი პროდუქტების სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტით გავლით ხელმეორედ შეტანა.
(b) ან, თუ უკან გაგზავნა შეუძლებელია ან (a) ქვეპუნქტში მითითებული 60-დღიანი ვადა ამოწურულია, ან ტვირთზე პასუხისმგებელი პირი იძლევა მყისიერ თანხმობას პროდუქტების გასანადგურებლად სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ყველაზე ახლოს ამ მიზნისათვის უზრუნველყოფილი საშუალებით საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივის 90/667/EEC შესაბამისად, რომელიც ადგენს „ცხოველური ნარჩენების განკარგვისა და გადამუშავების ვეტერინარულ წესებს, მათ ბაზარზე განთავსებასა და ცხოველთა საკვებში ან თევზეულ საკვებში პათოგენების არსებობის აღკვეთასთან დაკავშირებით.“(19).
ამ ქვეპუნქტში მითითებული პროდუქტების უკან გაგზავნამდე ან უარყოფის მიზეზების დასაბუთებამდე, კომპეტენტური ორგანოები საეჭვო საქონელს ინახავენ კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო შენახვის ხარჯებს ფარავს ტვირთზე პასუხისმგებელი პირი.
3. 23-ე და 24-ე მუხლის დებულებები გამოიყენება, როდესაც 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმებების შედეგად ვლინდება გაერთიანების ვეტერინარული კანონმდებლობის უხეში ან განმეორებითი დარღვევა.
4. მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, როდესაც ავტორიზაცია პროდუქტის გამოყენების ნებართვისთვის გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ დირექტივის 90/667/EEC შესაბამისად, თუ საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
5. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია გასწიოს ტვირთის უკან გაგზავნის ან განადგურების პროცესთან, ან პროდუქტის სხვა მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამასთან, სერიოზული დაუდევრობით ან განზრახული ქმედებით გამოწვეული დარღვევის გამოვლენისას, წევრი სახელმწიფო აწესებს ჯარიმებს, რომელსაც ითვალისწინებს მისი ეროვნული კანონმდებლობა ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
6. გამოიყენება გადაწყვეტილების 92/438/EEC დებულებები.
7. 1-ლი − მე-3 პუნქტების გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, ტვირთის შეტანაზე უარის თქმის, მისი დაკავების ან განადგურებისათვის გადაწყვეტილების მიღების შეფასების კრიტერიუმების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, მიღებული უნდა იქნეს 29-ე მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისა