2. ფინეთის რესპუბლიკას ეძლევა ორწლიანი პერიოდი მიერთების ხელშეკრულების ამოქმედების თარიღიდან, რათა დანერგოს ამ თავში გათვალისწინებული შემოწმების სისტემა. გარდამავალ პერიოდში ფინეთი მიიღებს 29-ე მუხლით დაწესებული პროცედურის შესაბამის ზომებს, რომლებიც განისაზღვრება მიერთების ხელშეკრულების ამოქმედების თარიღამდე. ეს ზომები უზრუნველყოფს ყველა საჭირო შემოწმების განხორციელებას გაერთიანების გარე საზღვართან შეძლებისდაგვარად ახლოს.

3. წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, II დანართის მე-8 ქვეაბზაცის მოთხოვნები 29-ე მუხლში განსაზღვრული პროცედურის მიხედვით შესაძლოა 1999 წლის პირველი ივლისიდან ორი წლის განმავლობაში არ შეეხოს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც აპლიკანტი ქვეყნების საზღვართან მდებარეობს.

თავი II

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებე