იმ შემთხვევაში, თუ პირველი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გატარებულ ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევს, იგი აღნიშნული წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად მოსინჯავს ყველა შესაძლო გზასა და საშუალებას მოცემული სიტუაციის გამოსასწორებლად და, საჭიროების შემთხვევაში, ეწვევა ამ წევრ სახელმწიფოს.

თუ პირველ აბზაცში მითითებული შემოწმებების შედეგად ვლინდება განმეორებითი შეუსაბამობა ამ დირექტივასთან, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ამის შესახებ ატყობინებს კომისიას და წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს.

დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის ან საკუთრივ თავისი ინიციატივის საფუძველზე, გამოვლენილი დარღვევების ტიპის გათვალისწინებით კომისიამ შესაძლოა:

– გააგზავნოს ინსპექტორთა ჯგუფი კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში;

– მოსთხოვოს კომპეტენტურ ორგანოს პრობლემურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საბაჟოს საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შემოწმებების გაძლიერება.

კომისიის გადაწყვეტილებების მოლოდინში, ამ პროცესში ჩართულმა წევრმა საელმწიფომ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა გააძლიეროს შემოწმებები შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საბაჟოს საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში.

თავის მხრივ, დანიშნულების ადგილის წევრმა სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ამ წყაროებიდან წამოსული პროდუქტების შემოწმება.

ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში:

– თუ მე-5 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოხსენიებული დარღვევები დადასტურდება ინსპექტირების შედეგად, 28-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას. ეს ზომები უნდა დადასტურდეს ან გადაიხედოს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში იგივე პროცედურის დაცვით.

2. ეს დირექტივა არ ახდენს გავლენას წევრი სახელმწიფოების მოქმედ კანონებში კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის განსაზღვრულ უფლებებზე.

კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლები ამავე გადაწყვეტილებების თანახმად უნდა ეცნობოს შესაბამის ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს.

ტვირთზე პასუხისმგებელი პირის ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და მიზეზები მას გადაეცემა წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დეტალურ აღწერილობასთან ერთად იმ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ახორციელებს შემოწმებებს, ასევე, მიეწოდება ინფორმაცია პროცედურისა და შესაბამისი ვადების შესახებ.

3. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა