დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე მიღებული აქტები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ მათი შემცვლელი დებულებები არ იქნება მიღებული ამ დირექტივის საფუძველზე.

ამ დირექტივის საფუძველზე მიღებული თითოეული აქტი, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს თარიღს, რომლის შემდეგაც მისი დებულებები ჩაანაცვლებს დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე მიღებულ შესაბამის დებულებებს.

მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე ითვლება მითითებებად ამ დირექტივაზე და შესაბამისობა მიიღწევა IV დანართში წარმოდგენილი ცხრილის მიხედვი