შედგენილია ბრიუსელში, 1997 წლის 18 ნოემბერს.
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
ფ. ბოდენი
დანართი I
პირველ მუხლში ჩამოთვლილი ტერიტორიები
1. ბელგიის სამეფოს ტერიტორია;
2. დანიის სამეფოს ტერიტორია ფაროეს კუნძულებისა და გრინლენდის გარდა;
3. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორია;
4. ესპანეთის სამეფოს ტერიტორია გეუტასა დამელისას გარდა;
5. საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
6. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
7. ირლანდიის ტერიტორია;
8. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
9. ლუქსემბურგის დიდი საგრაფოს ტერიტორია;
10. ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია ევროპაში;
11. პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია;
13. ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;
14. ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
15. შვედეთის სამეფოს ტერიტორია.
დანართი II
სასაზღვრო გამშვები პუნქტებისთვის დამტკიცებული მოთხოვნები
გაერთიანების მხრიდან თანხმობის მისაღებად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს უნდა:
– ჰყავდეს პროდუქტების თანხმლები დოკუმენტების (ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სერტიფიკატები ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დადგენილია გაერთიანების კანონმდებლობით) შემმოწმებელი საჭირო პერსონალი;
– ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის ვეტერინარული და დამხმარე პერსონალი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შესული პროდუქტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც საგანგებოდ არიან მომზადებულნი შემოწმებების განსახორციელებლად, რათა პროდუქტი შეესაბამებოდეს თანმხლებ დოკუმენტებს და პროდუქტების თითოეული ტვირთის სისტემატური ფიზიკური შემოწმებების განსახორციელებლად;
– ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი მოცემულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში წარდგენილი დატვირთული პროდუქტებიდან შემთხვევითობის პრინციპით ნიმუშების ასაღებად და დასამუშავებლად;
– ჰქონდეს საკმარისად დიდი ზომის შენობა-ნაგებობები, სადაც პერსონალი განახორციელებს ვეტერინარულ შემოწმებებს;
– ჰქონდეს ჰიგიენურად დაცული შესაბამისი შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები სტანდარტული ანალიზების ჩასატარებლად და ნიმუშების ასაღებად ამ დირექტივის შესაბამისად;
– ჰქონდეს ჰიგიენურად დაცული შესაბამისი შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები გაერთიანების წესებით დადგენილი (მიკრობიოლოგიური სტანდარტები) სტანდარტული შემოწმებებისათვის ნიმუშების დასამუშავებლად;
– ჰქონდეს სპეციალური ლაბორატორია, სადაც სპეციალური ანალიზი ჩაუტარდება პუნქტში აღებული ნიმუშებს;
– ჰქონდეს შენობა-ნაგებობები და მაცივრები ტვირთის ნაწილის დასაწყობებისთვის ანალიზების ასაღებად და იმ პროდუქტებისათვის, რომლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების უფლებას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პასუხისმგებელი ვეტერინარი არ გასცემს;
– ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა ინფორმაციის სწრაფი გაცვლისათვის, განსაკუთრებით, სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან (კომპიუტერიზებული სისტემის საშუალებით, რომელიც გათვალისწინებულია დირექტივის 90/425/EEC მე-20 მუხლით ან Shift Project-ით);
– ჰყავდეს სამსახურები, რომელთაც აქვთ კვალიფიკაცია დირექტივით 90/667/EEC გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების განსახორციელებლად.
დანართი III
პროდუქტების ფიზიკური შემოწმება
ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ფიზიკური შემოწმება მიზნად ისახავს იმის დადასტურებას, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ შეესაბამება ვეტერინარულ სერტიფიკატში ან დოკუმენტში აღნიშნულ მიზნობრიობას: მესამე ქვეყნის მიერ დამტკიცებული წარმოშობის გარანტიები სათანადოდ უნდა გადამოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ის გარემოება, რომ პროდუქტის ტრანსპორტირებისას არ შეიცვალოს თავდაპირველი საგარანტიო პირობა შემდეგის საშუალებით:
(a) ორგანოლეპტიკური შემოწმებებით: სუნი, ფერი, სიმკვრივე, გემო;
(b) მარტივი ფიზიკური ან ქიმიური შემოწმებებით: გაჭრა, გადნობა, გაცხელება;
(c) ლაბორატორიული ანალიზებით, რათა დადგინდეს:
ნარჩენები,პათოგენები,დამბინძურებლები,მოდიფიკაციის ფაქტი.
განურჩევლად პროდუქტის ტიპისა, უნდა განხორციელდეს შემდეგი:
(a) სატრანსპორტო საშუალებისა და პირობების შემოწმება, განსაკუთრებით, ცივ ჯაჭვში რაიმე დარღვევის გამოსავლენად;
(b) უნდა შედარდეს საქონლის ფაქტობრივი წონა ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტში აღნიშნულ წონასთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქონელი მთლიანად უნდა აიწონოს;
(c) უნდა მოხდეს შესაფუთი მასალისა და ყველა აღნიშვნის (შტამპის, ეტიკეტის) შედარება გაერთიანების კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
(d) გადამოწმდეს გაერთიანების კანონმდებლობით მოთხოვნილი ტემპერატურის რეჟიმი ტრანსპორტირებისას ამ მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
(e) საქონლის დაფასოებისას ყველა შეფუთვამ ან ნიმუშმა დიდი მოცულობის საქონლის შემთხვევაში უნდა გაიაროს ორგანოლეპტიკური შემოწმება და ჩაუტარდეს ფიზიკური, ქიმიური და ლაბორატორიული ანალიზები.
შემოწმების მიზნით აღებულ უნდა იქნეს ნიმუშების სრული სპექტრი მთელი ტვირთიდან, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება გადმოიტვირთოს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ტვირთის ყველა ნაწილიდან ნიმუშის აღება.
უნდა შემოწმდეს ტვირთში არსებული შეფუთვების ან ერთეულის 1%, სულ მცირე ორი და არაუმეტეს ათი ერთეულიდან/შეფუთვიდან.
თუმცა, პროდუქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ვეტერინარულმა სამსახურებმა შესაძლოა მოითხოვონ დამატებითი, უფრო დაწვრილებითი შემოწმებები.
დიდი რაოდენობის საქონლის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სულ მცირე 5 ნიმუშის აღება ტვირთის სხვადასხვა ნაწილიდან.
(f) იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული ანალიზები ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რომელთა შედეგებიც ვერ მიიღება დაუყოვნებლივ და არ იკვეთება მყისიერი საფრთხე ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობის მიმართ, შესაძლოა ტვირთი გაშვებულ იქნეს.
თუმცა, როდესაც ლაბორატორიული ანალიზები ტარდება რაიმე დარღვევაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ან თუ მანამდე ჩატარებული ანალიზები დადებით შედეგებს გამოავლენს, ტვირთი არ უნდა იქნეს გაშვებული, სანამ ანალიზის შედეგები უარყოფითი არ იქნება;
(g) სატრანსპორტო საშუალება სრულად უნდა გადმოიტვირთოს იმ შემთხვევაში თუ:
– პროდუქტები დატვირთულია იმგვარად, რომ ხელმისაწვდომია მხოლოდ მთლიანად და შეუძლებელია მისი ნაწილ-ნაწილ გადმოტვირთვა;
– ნიმუშების შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები;
– წინა ტვირთის შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევები;
– სახელმწიფო ვეტერინარი ეჭვობს დარღვევების არსებობაზე;
(h) ფიზიკური შემოწმების დასრულებისას კომპეტენტური ორგანო ადასტურებს შემოწმების ფაქტს, ხურავს ყველა გახსნილ შეფუთვას, არტყამს ოფიციალურ შტამპს და ხელახლა ლუქავს კონტეინერებს, ლუქის ნომერი კი შეჰყავს სასაზღვრო-სატრანზიტო დოკუმენტში.
დანართი IV
კორელაციის ცხრილი
დირექტივა 90/675/EEC
წინამდებარე დირექტი