წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნული დებულებების გამოყენება უნდა დაიწყონ 1999 წლის პირველი ივლისიდან. წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დებულებების მიღებისას, ისინი უნდა მოიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან თანდართული უნდა ჰქონდეს ამგვარი მითითება მათი ოფიციალური გამოქვეყნებისას. ამ მითითების მიღების პროცედურას შეიმუშავებენ წევრი სახელმწიფოები.
2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ დირექტივით რეგულირებად სფეროშ