2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მფლობელ პირზე პირადობის იმავე მოწმობის სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დატანილია აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4024 – ვებგვერდი, 28.12.2023