1. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 აპრილის №652 ბრძანების №2 დანართის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტი ძალას ინარჩუნებს, თუ:

ა) მისი მფლობელი იმყოფება საზღვარგარეთ – მფლობელის საქართველოში დაბრუნებამდე ან მის მიერ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის აღებამდე;

ბ) პასპორტში საზღვარგარეთის მოქმედი ვიზაა – ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული პასპორტით მის მფლობელს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.2