2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 81 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, მისი ინდივიდუალური შეფასება არ განხორციელებულა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3390 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3701 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025