„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 202 მუხლის 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
2. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3101-რს |