„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№866-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
480610000.05.001.102798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსაფრთხო მესამე სახელმწიფოს შეფასებას ახორციელებენ ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოები ექსტრადიციისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის,  როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ.“.

2. 341 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე, საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N866-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
როდის იქნა მიღებული „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №866-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.05.001.102798.
რამდენი მუხლისგან შედგება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №866-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.102798 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6540876/