„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1913-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
110050000.04.001.018036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ორგანული კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 363 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით მოსამართლის შეფასების მიზნით შემფასებელი ითვალისწინებს მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში სამართლის ნორმების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, გამოყენების სისწორესა და რელევანტურობას. აღნიშნული მახასიათებლით მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი აგრეთვე გამოითხოვს მოსამართლის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგებს და იუსტიციის  უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააპელაციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, კვლევაზე ორიენტირებული სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო საქმიანობისა და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება.“.

3. 6638 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება

მოქმედი მოსამართლე ვალდებულია 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სავალდებულო კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საკითხების სწავლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1913-IXმს-Xმპ