„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2707-Iს
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.017523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

„მუხლი 401. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება

ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და  ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე აგრეთვე შეიძლება განახორციელოს სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.“.

2. 443 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 455 მუხლი:

„მუხლი 455. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზება ოჯახური დანაშაულის ჩამდენი იმ პირებისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების შეზღუდვა ან/და რომელთა მიმართაც გამოყენებულია პირობითი მსჯავრი.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2707-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.10.2014.
როდის იქნა მიღებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2707-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 070030000.05.001.017523.
რამდენი მუხლისგან შედგება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2707-Iს, 17.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017523 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2554968/