„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1145-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.102896
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 152−154 პუნქტები:

„152. პირის ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში (შემდგომ − ჩანაცვლებითი მკურნალობა) ჩართვიდან ან/და პირის მიერ  ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის მომატებული დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში მას შეუჩერდება ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

153. გარდა ამ მუხლის 152 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართულ პირს უფლება აქვს, ჩამანაცვლებელი პრეპარატის იმ დოზის მიღებიდან 3 საათის შემდეგ, რომელიც ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელმა მკურნალმა ექიმმა გამოწერა, მართოს მხოლოდ „AM“ კატეგორიის, „A“ კატეგორიის ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

154. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პირი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვისას თან იქონიოს ცნობა, რომელშიც მითითებულია ჩანაცვლებითი მკურნალობით გათვალისწინებული ჩამანაცვლებელი პრეპარატის მიღების დრო.“.

2. 55-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უფლებამოსილი ორგანო სათანადო მონაცემებს მოიპოვებს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა).“.

3. 59-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ჩანაცვლებითი მკურნალობის წესების დარღვევის გამო პირის ჩანაცვლებითი მკურნალობიდან გარიცხვა;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისა და აღდგენის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:

„მუხლი 591. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმება

სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმება და სათანადო საფუძვლის არსებობისას მათთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1145-IVმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საგზაო მოძრაობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2025.
როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1145-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.102896.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1145-IVმს-XIმპ, 09.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.102896 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6692436/