„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1149-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
140030000.05.001.102893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა):

ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად;

ბ) სამინისტროს იზოლატორში პირის განთავსებისას პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 მუხლი:

„მუხლი 372. პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება

1. სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.

2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1149-IVმს-XIმპ