„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სახელმწიფო ქონების შესახებ 21.07.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 491 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში ეს მუხლი არ ვრცელდება საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობისა და გადახდის ვადის ცვლილებაზე, აგრეთვე საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიებაზე.“.
2. 493 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოქმედებს.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ქონების მმართველი იღებს.“.
მუხლი 2. სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49 3 მუხლით განსაზღვრული, მის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად დასაბუთებული თხოვნით ქონების მმართველს მიმართოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილების მიღება.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 9 ივნისი 2021 წ. N606-IVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 491. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგ
- მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონის
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №606-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.05.001.020336.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №606-IVმს-Xმპ, 09.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.020336 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5186756/