1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოქმედებს.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ქონების მმართველი იღებს.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6757 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №606 – ვებგვერდი,14.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.06.2021 კანონი №606
- 13.07.2020 კანონი №6757
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთანმდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობისმდგომარეობის, გამოსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ(გარდა გადაწყვეტილებასსაპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვისმმართველისთვის სათანადოდასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ2. შემთხვევაში ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელშეკრულებოარ ურთიერთობისმოქმედებს. მხარემ3. ქონებისსაქართველოს მმართველსმთავრობა უნდაუფლებამოსილია მიმართოსგანსაზღვროს საგანგებოცალკეული მდგომარეობისშემთხვევები, დასრულებიდანროდესაც არაუგვიანესამ 6მუხლის თვისა,პირველი თუპუნქტით კანონითგათვალისწინებულ სხვასაკითხებზე ვადაგადაწყვეტილებებს არქონების არისმმართველი დადგენილი.იღებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება