1. სახელმწიფო ქონების შემძენს, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის ქონების მმართველისათვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.

2. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტუარს ეპატიოს მოქმედი/შეწყვეტილი უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.

საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013