1. იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების შემძენს/მართვის უფლებით მიმღებ პირს/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/ სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ შეიძლება მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეს ანაზღაურება მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ქონების სააგენტოს ანაზღაურებისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე.
3. 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში ეს მუხლი არ ვრცელდება საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობისა და გადახდის ვადის ცვლილებაზე, აგრეთვე საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიებაზე.
31. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც დევნილის სტატუსის საფუძველზე სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცათ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებით, გათავისუფლდნენ ამ სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებებისაგან, მათ შორის, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 18 მარტის კანონი №4910 - ვებგვერდი, 28.03.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №606 – ვებგვერდი,14.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 09.06.2021 კანონი №606
- 29.05.2020 კანონი №5989
- 18.03.2016 კანონი №4910
- 11.12.2014 კანონი №2878
- 29.11.2013 კანონი №1665
- 05.06.2012 კანონი №6377
- 27.03.2012 კანონი №5928
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 491. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება 1. იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების შემძენს/მართვის უფლებით მიმღებ პირს/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/ სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ შეიძლება მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეს ანაზღაურება მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ქონების სააგენტოს ანაზღაურებისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე. 3. 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვისპრივატიზების/სარგებლობაში უფლებითგადაცემის გადაცემისას/სარგებლობაშიშემთხვევაში გადაცემისასეს ქონებისმუხლი მმართველიარ საქართველოსვრცელდება მთავრობასსაპრივატიზებო ამსაფასურის/სარგებლობაში მუხლისგადაცემის საფუძველზესაფასურის იმოდენობისა შემთხვევაშიდა მიმართავს,გადახდის თუვადის სახელმწიფოცვლილებაზე, ქონებისაგრეთვე პრივატიზება/მართვისსაპრივატიზებო უფლებითსაფასურის/სარგებლობაში გადაცემა/სარგებლობაშიგადაცემის გადაცემასაფასურის 2012გადახდის წლისვალდებულების 31შეუსრულებლობისთვის დეკემბრამდედაკისრებული/დასაკისრებელი განხორციელდა.პირგასამტეხლოს პატიებაზე. 31. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. 4. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც დევნილის სტატუსის საფუძველზე სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცათ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებით, გათავისუფლდნენ ამ სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებებისაგან, მათ შორის, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება