მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (21.07.2010).
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005, მუხ. 303); ბ) საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15); გ) საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 392); დ) საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 19.11.2009, მუხ. 245). თავი X. დასკვნითი დებულება
…მოწყობილი აუქციონი გაიმართა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც აუქციონის გამართვის დროისათვის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის (ძალაში შევიდა 09.08.10წ.) 50-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. შესაბამისად სააპელაციო პალატა…