„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6757-რს
სარეგისტრაციო კოდი
040110030.05.001.019958
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) დაემატოს შემდეგი შინაარსის 493 მუხლი:

„მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვის სათანადო თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

 

მუხლი 2. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებითა და 21 აპრილის №2 ბრძანებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ მის მიმართ განსახორციელებელი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ თხოვნით ქონების მმართველს უნდა მიმართოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6757-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

სახელმწიფო ქონების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2020.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6757-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.05.001.019958.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6757-რს, 13.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.019958 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922078/