„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5696-რს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.019718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„28. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის  50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან თვითმმართველი ერთეული ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

29.  ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალსა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები.

მუხლი 3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვითა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5696-რს