1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
[მუხლი 37
. პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
1. სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 15.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1149
- 01.12.2021 კანონი №1036
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 371. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება 1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა. [მუხლი 37 2 . პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება 1. სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. 2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება