პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრი;
ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
თ) უცხოელი/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
ი) პირი, რომელმაც მისი, როგორც კანდიდატის, შემოწმების შემდეგ უარყოფითი შეფასება მიიღო;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;
ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3346 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №338
- 05.07.2018 კანონი №3100
- 20.03.2015 კანონი №3346
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმაღიარედბუუნლიაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანად ან ცნობისლია მქონეხარდაჭერის ცნმიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) სუცხვაოელი/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ი) პირი, რომელმაც მისი, როგორც კანდიდატის, შემოწმების შემდეგ უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.