1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია.
3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2367 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3270
–
ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1208
- 21.07.2018 კანონი №3270
- 08.07.2015 კანონი №3922
- 02.05.2014 კანონი №2367
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება 1. პსამინისტრო უზრუნველყოფს სამიცნისტროს სის კტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადებაის, გადამზადება დაის, კვალიფიკაციის ამაღლება ხორცისა და უმაღლესი განათლდება ის ამინღებისტრო შესაკადძლემიბლობაშის. 2. სამინისტროს აკადემია ახორციელების საპოლიეციო უმაღლურ პროფესიულ მომზაკადემიური სბას, განდამზანათლდებასა და კვალო პროგრიფიკამციის ამაღლე-2 ბას აფეხურს, რომრციელზედაც ბსაერთ პო სამაგლისტრო გამოცდიის ა დკა სადემინა. 3. პოლიციისტროს აკადემიია სამიართლებრ განსაზღივი და პროფესიული გამკომპეტენცდიების /გამქონე პოლიციის კადრების წმოსარმზატდებით გავლის შემადეგ ი ახორიცხიელების სან ბაკაპოლავრიციო უმაღლეს აკადემიურ ი ხარისხის აგანმფანათლობებლიო პიროგრამების. 34. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის თვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაიძლებელია დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.