1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისა და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიციელის წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. პოლიციელის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. პირის მიერ პოლიციისთვის გაწეული დახმარებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები, გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა.
5. პოლიციელის წახალისების წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1938
- ვებგვერდი, 29.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1938
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. პოლიციელის წახალისება 1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისა და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემჯიილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიციელის წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. პოლიციელის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. პირის მიერ პოლიციისთვის გაწეული დახმარებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები, გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა. 5. პოლიციელის წახალისების წესს ადგენს მინისტრი.