1. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი.

3. პოლიციელის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი.

4. პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუშს ან/და სპეციალური ჟეტონის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4321 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

თავი VIIპოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაც