1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები ატარებენ  სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობი