1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).
3. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით.
4. სსიპ-ებში შტატგარეშე მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშს ამტკიცებს სსიპ-ის ხელმძღვანელ