1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).
3. მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობი