1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ერთეულთა ნუსხას.

2. საშტატო ერთეული წარმოადგენს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას.

3.   საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე მოხელის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - სამსახურის მოხელე.

4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს  სამსახურის უფროსი.

5. სამსახურში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის სახით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს, მათი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს  ხელმძღვანელ