1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის საშტატო ერთეულთა ნუსხას.

2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას.

3.   საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე.

4. სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროს