1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

3. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  ოპერატიულ მართვაში