ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე – პოლიციელი საჯარო მოხელე, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;
ბ) პოლიციელი – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სასაზღვრო პოლიციაში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი;
გ) საჯარო მოხელე – სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე;
დ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სასაზღვრო პოლიციაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;
ე) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სასაზღვრო პოლიციაში საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზ