1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით;
დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით შესაბამის თანამდებობაზე;
ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სასაზღვრო პოლიციის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ვ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით;
ზ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;
თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები