1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საჯარო მოხელის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
2. დამხმარე მოსამსახურედ და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ცალკეულ შემთხვევებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შტატგარეშედ), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტი