1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
2. დამხმარე მოსამსახურედ და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ხოლო სსიპ-ებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის ან/და სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
4. სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა (შემდგომში - ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) და აკადემიაში მოსამსახურეთა მიღება/თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება ასევე სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში - მომსახურების სააგენტო) და დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი