1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის ზღვრული ასაკია:

ა) რიგითების, კაპრალებისა და სერჟანტების შემადგენლობისთვის – 50 წელი;

ბ) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის – 45 წელი;

გ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის:

გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

გ.ბ) პოლკოვნიკი – 55 წელი;

დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებისთვის – 60 წელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს  პოლკოვნიკამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი მინისტრის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება გადადგომი