1.
სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურთათვის სპეციალური წოდებით სამსახურის ზღვრული ასაკია:

ა)
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის –
55 წელი;

ბ)
საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის –
50 წელი;

გ)
უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის:

გ.ა. პოლკოვნიკამდე –
55 წელი;

გ.ბ. პოლკოვნიკისათვის –
60 წელი;

დ)
უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის –
65 წელი.

3.
სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადი