„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№485
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 12/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №485

2007  წლის  12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სამობილიზაციო განყოფილებათა გაუქმებისა და რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევის, სამობილიზაციო და სხვა ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაში გადაცემასთან დაკავშირებით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. კეზერაშვილი) ამ განკარგულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეორგანიზაცია;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სამობილიზაციო განყოფილებათა, რეზერვის ოფიცრების, რიგითი შემადგენლობისა და აღრიცხვიანობის არსებული მოქმედი და საარქივო დოკუმენტაციის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურებისათვის.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 2007 წლის ოქტომბრამდე უზრუნველყონ თავიანთი შესაბამისი სამსახურის უფროსებისა და თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნა და 2007 წლის ბოლომდე საჭიროების შემთხვევაში ადგილო ბ რივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა (ზ. გოგავა).

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.09.2007.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ მიღებულია 12.09.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №485. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ, №485, 12.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2063315/