1.
მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება ენიჭება, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, წელთა ნამსახურობის, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2.
სპეციალური წოდება (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისა) და ოფიცრის სამხედრო წოდება მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
3.
მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
4.
სამსახურის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს –
საქართველოს პრეზიდენტი.
5.
მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და დისციპლინური წარმოება, მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, მორიგი სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდ