1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწი-ნებელი სპეციალური წოდების მინიჭება.
3. დეპარტამენტის სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და დაინიშნა საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნია ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება _ „უმცროსი ლეიტენანტი“, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4. ყოფილი მოსამსახურე, დეპარტამენტში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, გარდა ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
6. მოსამსახურეს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მან სისტემაში იმსახურა ათი ან მეტი წელი და გაუვიდა მინიჭებული სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოს მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკისა.
7. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი შემოწმება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე.
8. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად მოსამსახურე წარდგენილ უნდა იქნეს დეპარტამენტის უფროსის მიერ, ხოლო დეპარტამენტის უფროსს მორიგ სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
9. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება (დანართი №1), რომელიც ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მაინც
მუხლი 16. სპეციალური წოდების მინიჭება
თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. დეპარტამენტში მიღების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 10. დეპარტამენტში მიღების საფუძველი
- მუხლი 11. დეპარტამენტის მოსამსახურის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის ვადა
- მუხლი 13. შეზღუდვები დეპარტამენტში მიღებისა და დეპარტამენტში სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
- მუხლი 15. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
- მუხლი 17. სპეციალური წოდების მინიჭების თანმიმდევრობა
- მუხლი 18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები
- მუხლი 19. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
- მუხლი 20. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება
- მუხლი 21. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესი, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას“, მუხლი 16, №30, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.014953 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1016522/muxli-16/