1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) მოსამსახურის დაწინაურებით – უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებულ იქნეს ის მოსამსახურე, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 6 თვე მაინც და საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ წარადგინა დასაწინაურებლად. მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოსამსახურის წარდგენისას თანამდებობაზე ინიშნება ის მოსამსახურე, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს. მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში;
ბ) ტოლფას თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მოსამსახურეთა პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატების შემცირებისას;
გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
გ.გ) საკუთარი ნების გამოვლენით;
გ.დ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველზე;
2. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხორციელდება დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობაზე მიღების უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ან სასმართლო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა, ამასთან მას აუნაზღაურდება განაცდური.
5. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
თავი III
სპეციალურ წოდებათა მინიჭებ
მუხლი 15. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. დეპარტამენტში მიღება, კონკურსი და ატესტაცია
- მუხლი 9. დეპარტამენტში მიღების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 10. დეპარტამენტში მიღების საფუძველი
- მუხლი 11. დეპარტამენტის მოსამსახურის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის ვადა
- მუხლი 13. შეზღუდვები დეპარტამენტში მიღებისა და დეპარტამენტში სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
- მუხლი 16. სპეციალური წოდების მინიჭება
- მუხლი 17. სპეციალური წოდების მინიჭების თანმიმდევრობა
- მუხლი 18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები
- მუხლი 19. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
- მუხლი 20. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესი, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას“, მუხლი 15, №30, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.014953 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1016522/muxli-15/