1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ე) პირადი განცხადებით (პატაკი);
ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;
ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსისან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.
5. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.
6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) და თანამდებობრივ სარგო