1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ე) სპეციალური შემოწმება

ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;

ზ) პოლიციაში მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება:

ა) პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თუ აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის პერიოდში მას გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და აღნიშნული პროგრამის გავლიდან არ არის გასული ერთი წელი;

ბ)  სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა).

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი არა აქვთ აღნიშნული ეტაპები.

3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი.

6. კანდიდატის
/კანდიდატების
მიერ
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა
“-„დ
“ ეტაპების
წარმატებით
გავლის
შემთხვევაში
, სპეციალური
საკონკურსო
კომისია
, ჯანმრთელობის
მდგომარეობის
და
ფიზიკური
მომზადების
დონის
შემოწმების
შესახებ
შეტყობინების
(რომელსაც
უზრუნველყოფს
სამინისტროს
საკადრო დანაყოფი
) მიღებიდან
არა
უგვიანეს
5 დღის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას
ვაკანტურ
თანამდებობაზე
მხოლოდ
ერთი
კანდიდატის
სპეციალური
შემოწმების
დაწყების
, აგრეთვე
მისი
გამოსაცდელი
ვადით
დანიშვნის
ან
გამოსაცდელი
ვადის
გარეშე
სასაზღვრო პოლიციაში
მიღების
შესახებ
.  აღნიშნული
გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ
ეგზავნება
შესაბამის
საკადრო
დანაყოფს
.

შენიშვნა
: აკადემიაში
აკადემიურ
თანამდებობაზე
დასანიშნი
პირის
პოლიციაში
მიღება
ხდება
გამოსაცდელი
ვადით
დანიშვნის
გარეშე
.

7.სასაზღვრო პოლიციაში  მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება საკადრო დანაყოფს.

შენიშვნა: 21 წლამდე პირის, წვევამდელის, ასევე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის გამოყენების გარეშე.

8. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც  კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემ