1. დაინტერესებული პირი  სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას,  მის მიერ გაწეული/გასაწევი მომსახურების შესაბამისად.

2. საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება სამ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს:

ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;

ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში  განხილვას.

ბ) II ეტაპი – ადგილზე შემოწმება;

გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (შემდგომში –  სერტიფიკატი) გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.

3. სერტიფიცირებისას არაკომპლექსური ან კომპლექსური  სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, ინსპექტირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს