1. არაკომპლექსური საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საწარმოს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა, რომლითაც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის და საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო, საკმარისი რესურსების შენარჩუნების შესახებ საკითხები;
ბ) მართვის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი უნდა ჩაატაროს საწარმოს პერსონალმა, რომელსაც გააჩნია შიდა ან/და გარე აუდიტის ჩატარების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საწარმოში უნდა ხორციელდებოდეს რისკების მართვა, დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
დ) საწარმოში უნდა ხორციელდებოდეს ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების მართვა. ცვლილების მართვის პროცესი უნდა იყოს დოკუმენტირებული, საწარმოს შიდა და გარე ცვლილებების იდენტიფიცირების მიზნით;
ე) საწარმოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებ(ებ)ის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე უშიშროებაზე.
თავი IV
კომპლექსური საწარმოს ვალდებულებებ