1. განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის შემდგომ სააგენტო ახორციელებს საწარმოს ადგილზე შემოწმებას.

2. სააგენტო, საკონტროლო ბარათის საშუალებით ადგილზე შემოწმებისას, ახორციელებს საწარმოს მიერ  ამ წესით დადგენილ ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

3. ადგილზე შემოწმების შედეგად, სააგენტოს გამოაქვს დადებითი ან უარყოფითი დასკვნა.

4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში,  ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს საწარმოს კონკრეტულ ნაკლოვანებაზე და უწესებს მას გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად.

6. საწარმოსგან ნაკლოვანების აღმოფხვრის  წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტო ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში